ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს შორის შემოქმედებითი მუშაობისა და აკადემიური განათლებისათვის აუცილებელი მატერიალურ - ტექნიკური რესურსების ეფექტურად გამოყენებას, სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკისათვის ხელშეწყობას, ცალკეული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაში თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავება - განხორციელებას ითვალისწინებს.
უკან |