საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისის - დასავლეთ NIS-ის და სამხრეთ კავკასიის პროგრამების მენეჯერმა ალექსეი ხარლამოვმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს კარნეგის გაცვლითი პროგრამა წარუდგინა. პროგრამა ითვალისწინებს 4-თვიანი კვლევითი პროექტების დაფინანსებას სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით. წარმატებული აპლიკანტები სტიპენდიას 2015-2016 სასწავლო წლისთვის მიიღებენ და კვლევებს აშშ-ს პრესტიჟულ სასწავლებლებში აწარმოებენ.
უკან |