საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ფედერაციის წარმომადგენლები ბსუ-ს სტუდენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს სპორტის სახეობები და შეჯიბრის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს. 18-20 სექტემბერს ბათუმი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ბიატლსა და ტრიატლში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საერთაშორისო ღონისძიებისთვის დაგეგმილია მოხალისედ 100 სტუდენტის შერჩევა. ჩემპიონატში 12 ასაკობრივ კატეგორიაში 30 ქვეყნის 350-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
უკან |