ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა

სურათი

ქ. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და განხორცილებული პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში ქ. ბათუმის მერიასა და ბსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები მერიის შესაბამის სამსახურებში გაივლიან სტაჟირებას, ხოლო უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულების პროფესორები, მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ. ფაკულტეტი ასევე მონაწილეობას მიიღებს მერიის მერ ჩატარებულ სოციალურ კვლევებში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ქ. ბათუმის მერმა სტუდენტების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა