უნივერსიტეტმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს უმასპინძლა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრს ზაურ ფუტკარაძეს უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა აგრარული მიმართულების დარგის განვითარებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას. განიხილეს სამინისტროს პროგრამების მომზადებაში უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობა. ასევე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობა სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში. დაიგეგმა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაურ ფუტკარაძეს შეხვედრა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნათია წიკლაშვილი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე,  სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, სსიპ ლაბორატორიის დირექტორი რამაზ სურმანიძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა