თანამშრომლობის მემორანდუმი ევრაზიის უნივერსიტეტთან

სურათი

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენის ,,ექსპო ბათუმი - 2015” ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და ევრაზიის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა აშკინ ასანმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება მიზნად ისახავს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას.  მხარეთა შეთანხმებით, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, ჩატარდება ტრენინგები, კონფერენციები და სიმპოზიუმები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა