ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ზრდასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას. თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდება საჯარო ლექციები, განხორციელდება ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები და პროგრამები. მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და იუსტიციის უმაღლეს სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ მოაწერეს.
უკან |