ორგანიზაცია „ქიბათექის“ ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქი მწერლები და პოეტები ეწვივნენ. სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებს, აჭარის მწერალთა კავშირის წევრებს, საზოგადოების წარმომადგენლებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს და საქართველო-თურქეთის მეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ღონისძიების დასასრულს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქული ფილოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა თურქულ ენაზე ლექსები წაიკითხეს.
უკან |