შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2014 წლის სამეცნიერო გრანტების და დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსში გამარჯვებული პროექტების ხელმძღვანელებთან და დოქტორანტებთან შეხვედრა გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. წელს საგრანტო კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების, მკვლევარებისა და დოქტორანტების ცხრა სამეცნიერო პროექტმა და სამმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამამ.
უკან |