სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხუთი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 5150-მდე სტუდენტი 94-წევრიან სტუდენტთა წარმომადგენლობით ორგანოს 2 წლის ვადით აირჩევს. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ფარული კენჭისყრით იმართება და მასში 174 კანდიდატი მონაწილეობს.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების განრიგი:
1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 28 მაისი, 10 წევრი;
2. იურიდიული ფაკულტეტი - 28 მაისი, 5 წევრი;
3. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 29 მაისი, 10 წევრი;
4. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 29 მაისი, 5 წევრი;
5. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი - 1 ივნისი, 17 წევრი;
6. ტურიზმის ფაკულტეტი - 1 ივნისი, 4 წევრი;
7. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 ივნისი, 24 წევრი;
8. განათლების ფაკულტეტი - 2 ივნისი, 6 წევრი;
9. ტექნოლოგიური ფაკულტეტი - 3 ივნისი, 13 წევრი.
უკან |