ბსუ-ს თეატრალური დასის წარმატება პარიზში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა პარიზში ფრანგულ-ქართული კულტურის დღეების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანგი მაყურებლის წინაშე კომედიური ჟანრის სპექტაკლით - ,,ნაფტალინი“ წარსდგნენ.  სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორებმა: როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგეს. პრემიერამ უცხოეთში წარმატებით ჩაიარა და ფრანგული პრესის დადებითი შეფასება დაიმსახურა. სტუდენტები პარიზში ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზის“ მიწვევით, უნივერსიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა