უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პირველობა დაიწყო სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით სპორტის სხვადასხვა სახეობაში. საუკეთესო მონაწილეები გამოვლინდნენ დარტსში, გირების აჭიმვასა და ძალოსნობაში. დარტსში ქალთა შორის განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორმა დარეჯან გელაძემ გაიმარჯვა, ხოლო მამაკაცებს შორის - ბსუ-ს ადამიანური რესურსებს მართვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა კობა ჭანტურიამ. გირების აჭიმვაში გოგონათა შორის I ადგილი დაიკავა ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტმა ანანო დვალიშვილმა, ვაჟებს შორის - სპორტის სპეციალობის IV კურსის სტუდენტმა მამუკა ჯორბენაძემ. ძალოსნობის გამარჯვებული სამართალმცოდნეობის სპეციალობის II კურსის სტუდენტი ზაზა ანანიძეა.
უკან |