სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წლისადმი მიძღვნილი კვირეული

სურათი
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან განთავისუფლების ბრძოლის წინამძღოლის სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წლისთავი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეულით აღინიშნება. 21-ე აუდიტორიას სელიმ ხიმშიაშვილის სახელი მიენიჭა და საზეიმოდ გაიხსნა, დაწესდა სელიმ ხიმშიაშვილის სახელობის სტიპენდია, შედგა საიუბილეო წიგნებისა და ფოტოების გამოფენა  და ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. უნივერსიტეტის ინიციატივით დაიგეგმა მიმართვის შემუშავება სელიმ ხიმშიაშვილის ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით. ღონისძიების დასასრულს, გაიმართა საიუბილეო ფოლკლორული კონცერტი უნივერსიტეტის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ტბეთის“, გოგონათა ანსამბლ ,,თირინისა“  და ხულოს, შუახევის, ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
 
4 ივნისს, 13:00 საათზე უნივერსიტეტში სტარტს აიღებს სპორტული ღონისძიებები მკლავჭიდსა და ბაგირის გადაწევაში. 10 ივნისს სტუდენტთა სპორტული ლაშქრობა მოეწყობა ხიხანის ციხესა და სხალთა-ხიხანის ხეობაში. 
 
კვირეულის ფარგლებში აჭარის რაიონულ ცენტრებში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები და შედგება ფილმების - „სელიმ ხიმშიაშვილი“, „სხალთა-ხიხანის ხეობის ისტორიული ძეგლები“ - ჩვენება.
 
სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წლისადმი მიძღვნილი კვირეული ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა