საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტთან მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავს ერთობლივი საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამების ამოქმედებას. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ინსტიტუტის კოლეგიის წევრებმა გიორგი კობერიძემ და გიორგი ლემონჯავამ სტუდენტებს პროექტი „უკან მომავალში“ წარუდგინეს და მონაწილეობა შესთავაზეს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „საუნივერსიტეტო ქსელისა“ და ონლაინ პლატფორმის ჩამოყალიბება,  რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უშუალოდ ჩაერთონ მის განხორციელებაში. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მხარდაჭერასა და რეფორმათა პაკეტების მომზადებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა