სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარის რიგით მეშვიდე არჩევნები გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არჩევნებში მონაწილეობას ორი კანდიდატი: ბექა მაკარაძე და გიორგი ბაგრატიონი ღებულობდა. სტუდენტური თვითმმართველობის 94 წევრიდან არჩევანი 85-მა გააკეთა. წინასწარი შედეგების მიხედვით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქეთისმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტმა ბექა მაკარაძემ 64 ხმა დააგროვა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტის საგანმანათლებლო პროგრამის III კურსის სტუდენტმა გიორგი ბაგრატიონმა 17 - ხმა, ხოლო 4 ბიულეტინი ბათილად იქნა ცნობილი.
უკან |