მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის წარდგენა

სურათი

ბსუ-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, მინისტრის მოადგილეები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და სკოლის დირექტორებს შეხვდნენ. სამინისტროს წარმომადგენლებმა აუდიტორიას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და პროფესიაში შესვლის ახალი სქემა და უმაღლესი განათლების საუნივერსიტეტო პროგრამა წარუდგინეს. დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასთან დაკავშირებით, ასევე იმსჯელეს ახალი სისტემის დანიშნულებასა და სამომავლო შედეგებზე. სამინისტროს პროექტები ახალგაზრდების პედაგოგიური სფეროთი დაინტერესებას, მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებას, კადრების პროფესიულ გადამზადებას და სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრას ითვალისწინებს. შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროფესორებისა და სკოლის დირექტორების  აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა