ბსუ-ს საპლაჟო ფეხბურთის გუნდი აჭარის თასის მფლობელია

სურათი

დასრულდა საპლაჟო ფეხბურთის ჩემპიონატი უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებს შორის. ფინალურ შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი დაუპირისპირდა. ჩემიონატი უნივერსიტეტელების გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ბსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის I კურსის სტუდენტი გიორგი მამულაძე გახდა. პირველობა საპლაჟო ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში რეგიონში არსებული ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა. გამარჯვებულ გუნდს საპლაჟო ფეხბურთის სტუდენტური ლიგის აჭარის თასი, სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა