ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო სტუდენტურ ორგანიზაცია აისეკოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) წარმომადგენლები სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს შეხვდნენ. G4G-ის ხელმძღვანელმა მაილო სტევანოვიჩმა ახალგაზრდებს პროექტის მიზნები, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის პირობები, პერსონალური ბრენდინგი და საკუთარი თავის კარგად წარმოჩენის შესაძლებლობები გააცნო. სასტუმრო ჰილტონის ხელმძღვანელმა სტიუარტ ნელსონმა შეხვედრაზე ბიზნესის მართვასა და წარმატებულ მენეჯმენტზე ისაუბრა, ხოლო პროექტის კომუნიკაციების მენეჯერმა მაიკ მართლმა სტუდენტებს რეზიუმეს, ინტერვიუზე სწორად წარდგენის ტექნიკასა და კარიერის დაგეგმვის წესებზე. პროექტი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ხელს შეუწყობს სტუდენტების განვითარებასა და მათი შესაძლებლობების რეალიზებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა