ბსუ-ს 50 სტუდენტი თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად გაემგზავრა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 მოხალისე სტუდენტი თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და საყოფაცხოვრებო ნივთების გადასაცემად, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ დავით მიქელაძესთან ერთად გაემგზავრა. ხუთი დღის განმავლობაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტებმა პირველადი მოხმარების ნივთები, ტანსაცმელი, მედიკამენტები და პროდუქტები შეაგროვეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მეორე ეტაპზე ახალგაზრდები 1000-მდე წიგნს შეაგროვებენ. გააუქმეს კურსდამთავრებულთა საზეიმო გაცილება და ბანკეტისთვის განკუთვნილ თანხას რიცხავენ სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პირველადი ნივთების შეგროვებაში მიიღეს მონაწილეობა და ასევე სტიქიით დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად სახელფასო ფონდიდან გაიღებენ თანხას. აქციაში სტუდენტებთან ერთად კერძო და ბიზნეს სექტორი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა