კონფერენცია თემაზე: „ევროპისმცოდნეობაში სწავლების ახალი მოდერნიზირებული კურიკულუმების შემუშავება“

სურათი
19-20 ივნისს, კიშინევში მოლდოვის თავისუფალ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ULIM) შუალედური კონფერენცია გაიმართა თემაზე: ,,ევროპისმცოდნეობაში სწავლების ახალი მოდერნიზირებული კურიკულუმების შემუშავება“. სესია ტემპუსის საგრანტო პროექტის Tempus INOTLES (სწავლებისა და სწავლის ინოვაციური მეთოდები ევროპისმცოდნეობის დარგში) ფარგლებში ჩატარდა. პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების პროფესორებმა პარტნიორი უნივერსიტეტების სამომავლო სამუშაო გეგმა განიხილეს,  ევროპისმცოდნეობის სასწავლო პროგრამებს გაეცნენ და  ევროპისმცოდნეობაში სწავლების ახალი  მოდერნიზირებული კურიკულუმების შემუშავებაზე იმსჯელეს. 
 
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ - პროექტის კოორდინატორი, საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი ნანა ყურშუბაძე, პროექტის მკვლევრები: სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი გორგილაძე, ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია ქათამაძე. 
 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა