უნივერსიტეტს ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ჰოსეინ მაშჰადი ეწვია

სურათი

ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში ჰოსეინ მაშჰადი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ასოცირებულ პროფესორ მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელმა ორი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრა. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებაზე. დაიგეგმა ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტში სპარსული ენის სპეციალისტის მოწვევა, თავრიზის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დამყარება და ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტთან ერთად კვლევების წარმოება. ასევე ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები ჰუმანიტარული, საინჟინრო, ჯანდაცვისა და ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა