წარმატებით გაიარა აკრედიტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალმა საგანმანათლებლო პროგრამებმა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი იყო ოთხი სამაგისტრო პროგრამა: ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი, ეკოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია და ერთი დამატებითი (Minor) პროგრამა - დიგიტალური ჰუმანიტარია. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ხუთივე პროგრამამ მოიპოვა განხორციელების უფლება და ახალი სასწავლო წლიდან ამოქმედდება.
უკან |