ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო ანსამბლი „ტბეთი“ რუმინეთში გასტროლებზე გაემგზავრა. ბსუ-ს სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ 32-ე საერთაშორისო ფესტივალში „Carpati 2015“, რომელიც 9 აგვისტოს დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება. ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები უცხოელი მაყურებლის წინაშე ქორეოგრაფ ზურაბ სვანაძის მიერ დადგმული ფოლკლორული ცეკვებით: „აჭარული“, „ქართული“, „ხევსურული ფარიკაობა“, „ყაზბეგური“, „ქალთა ხორუმი“, ,,მოხეური“, ,,აფხაზური“ და ,,მთიულური“ წარსდგებიან.
უკან |