ტემპუსის პროექტის ENGITEC-ის შემაჯამებელი კონფერენცია

სურათი

ტემპუსის პროექტის „უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია ტექნოლოგიების გამოწვევების შესაბამისად უკრაინაში, საქართველოსა და უზბეკეთში (ENGITEC)“ დასკვნით კონფერენციას და შემაჯამებელ საორგანიზაციო შეხვედრას მასპინძლობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეები პროექტის ფარგლებში წარმოებულ კვლევასა და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს შეაჯამებენ.

ENGITEC ითვალისწინებდა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტების შესაძლებლობის გაძლიერებას ინჟინერიაში ევროპული სწავლების მეთოდოლოგიის გაზიარებით, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მოდერნიზაციას ახალი ინტერდისციპლინარული მოდულების დანერგვით და “აკადემიური საზოგადოება - მრეწველობა“ დიალოგის ახალი პლატფორმის შექმნას უმაღლესი საინჟინრო განათლებისთვის ტექნოლოგიების გამოწვევების შესაბამისად.

ENGITEC ევროკავშირის მიერ 2012 წელს დაფინანსდა და სამი წელი მიმდინარეობდა; კოორდინატორია შვედეთის სამეფო უნივერსიტეტი, ხოლო კონსორციუმის წევრები - ევროპაში ცნობილი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტები: ლიდსის უნივერსიტეტი (ინგლისი), ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (იტალია). პროექტში მონაწილეობდა აგრეთვე ინოვაციური ცენტრი “DELCAM”. პროექტში ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 4 უნივერსიტეტი უკრაინიდან და 3 უნივერსიტეტი უზბეკეთიდან.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 10 სასწავლო ვიზიტი ევროპულ უნივერსიტეტებში, 2-მა დოქტორანტმა და 3-მა მაგისტრანტმა გაიარა სასწავლო კურსები სხვადსხვა სანჟინრო მოდულში, მოეწყო რამდენიმე სემინარი პროექტის შედეგების გავრცელებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, მიღებული გამოცდილების საფუძველზე შეისწავლეს პროგრამები და შემუშავდა რამდენიმე სასწავლო კურსი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა