თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება მიზნად ისახავს სტუდენტთა, პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლითი პროგრამების განხორციელებასა და ერთობლივი კვლევების წარმოებას. მხარეთა შეთანხმებით, ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, სიმპოზიუმები და სემინარები. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაცვლას.
უკან |