DAAD-ის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქტორი მარტინ პრაქსენტალერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ფონდის წარმომადგენელმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე სასტიპენდიო პროგრამები, საზაფხულო სკოლები და საკონკურსო პირობები წარმოადგინა. გერმანიაში სწავლის მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DAAD-ის შემდეგ პროგრამებში:
- საზაფხულო კურსი გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში
- სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულთათვის
- სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისთვის
- სტიპენდია არქიტექტორებისთვის
- ხანმოკლე კვლევითი სტიპენდია
- ერთწლიანი კვლევითი სტიპენდია
- კვლევითი სტიპენდია სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად
- სადოქტორო სტიპენდია სენდვიჩ-მოდელი
- კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვისა და მეცნიერებისთვის
- განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის
- მეცნიერთა ორმხრივი გაცვლა
- სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისთვის ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდზე: http://ic.daad.de/tbilissi/
უკან |