ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 80 წლისაა

სურათი

საზეიმოდ აღინიშნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილე. ორი დღის განმავლობაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში იმართება საუნივერსიტეტო ცხოვრების ამსახველი საზოგადოებისთვის უცნობი ფოტოებისა და აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიღწევების გამოფენა (მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები და  სხვ.). სააქტო დარბაზში უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის პროფესორებს, მეცნიერებს, თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა, ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა და სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვა. შედგა უნივერსიტეტის საიუბილეო წიგნის - ,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო კერა - 80“ პრეზენტაცია. ორენოვან საიუბილეო წიგნში წარმოდგენილია უნიკალური საარქივო მასალა უნივერსიტეტის ისტორიასა და მიღწევებზე. ასევე ჩატარდა ბსუ-ს ჰიმნის (ტექსტის ავტორი დავით თედორაძე, კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი) წარდგინება ანსამბლ „ბათუმის“ შესრულებით. საიუბილეო საღამო ბსუ-ს ქორეოგრაფიულ ანსამბლ “ტბეთისა“ და ქალაქის სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით დასრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა