XXXV რესპუბლიკური დიალექტოლოგიური კონფერენცია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი XXXV რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა შოთა რუსთაველის დარბაზში. სამეცნიერო სესია მიზნად ისახავს საქართველოში მიმდინარე საველე-შემკრებლობითი და კვლევითი საქმიანობის შედეგების შეჯამებას. ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები, სამეცნიერო ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლები და ახალგაზრდა მკვლევრები ორ სექციაში მოხსენებს წარმოადგენენ დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.  კონფერენცია ბსუ-სა და თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა