ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი

სურათი

ქვემო სილეზიის (პოლონეთი) დელეგაცია ეწვია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების დირექტორი კაროლ პშივარა,  ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის  ტურიზმის, სპორტის და დასვენების განყოფილების დირექტორი ვოიჩეხ ბილინსკი, ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისის  საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინატორი  ალექსანდრა მიროვსკა-პიალუხა, სილეზიის სავაჭრო პალატის აღმოსავლეთ ბაზრების დეპარტამენტის დირექტორი ირინა ტყეშელაშვილი უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მერაბ ხალვაშს, რექტორის მოადგილეებსა და ფაკულტეტების დეკანებს შეხვდნენ. ქვემო სილეზიის დელეგაციის ვიზიტი მიზნად ისახავდა სასწავლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა