პროექტის „უკან მომავალი’’ პრეზენტაცია

სურათი

საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის (GISM) პროექტის „უკან მომავალი’’ პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  ინსტიტუტის  წარმომადგენელმა გიორგი ლემონჯავამ სტუდენტებს პროექტის არსი, მიზნები, კონცეფცია და მოსალოდნელი შედეგები წარუდგინა. პროგრამა მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მხარდაჭერასა და რეფორმათა პაკეტების მომზადებას სხვადასხვა მიმართულებით. პროექრტის ფარგლებში დაგეგმილია „საუნივერსიტეტო ქსელის“ ჩამოყალიბება და ონლაინ პლატფორმის შექმნა,  რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს უშუალოდ ჩაერთონ პროექტის განხორციელებაში მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა