უნივერსიტეტი „სტუდენტ–ახალგაზრდული დღეების“ გრან-პრის მფლობელია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,,სტუდენტ–ახალგაზრდული დღეების“ გამარჯვებულია. ახალგაზრდებმა საკუთარი შესაძლებლობები შემოქმედებით, კულტურულ და სპორტულ შეჯიბრებებში წარმოაჩინეს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდებმა პირველი ადგილი დაიკავეს მხიარულ სტარტებსა და მინიფეხბურთში. კომპეტენტურმა ჟიურიმ ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართულ დასკვნით კონცერტზე გრან-პრის მფლობელად ბსუ დაასახელა. ახალგაზრდული ფესტივალი ბათუმის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა და მასში ქვეყნის  ათი უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. გამარჯვებული გუნდის წევრები შემოქმედებითი ტურით ტაო-კლარჯეთში გაემგზავრებიან. დასკვნითი ღინისძიება ჯგუფ „ფრანის“ კონცერტით დასრულდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა