ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში იასინ თემიზქანი და ევრაზიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი აშქინ ასანი ეწვია დელეგაციასთან ერთად. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მერაბ ხალვაშთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ვიზიტისას ასევე დაიგეგმა თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული ერთობლივი სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელების პირობები.
უკან |