ღია მონაცემების პორტალის - data.gov.ge წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემების ბაზების მონაცემები გააცნო და ისაუბრა მათი ხელმისაწვდომობის საკითხებსა და ბიზნეს-სტარტაპების გამოყენების გზებზე. პორტალი მოქალაქეებს, ბიზნესმენებს და ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნონ არა მხოლოდ სახელმწიფო მონაცემებს, არამედ მათი გამოყენებით შექმნან ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს-პროექტები და ელექტრონული სერვისები. ღონისძიება IDFI-ის პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში ჩატარდა.
უკან |