სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები სამხედრო მოსამსახურეებს ერთი კვირის განმავლობაში ლექციებს წაუკითხავენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: „საბრძოლო ხელოვნების ისტორია“, „გეოპოლიტიკა“, „საერთაშორისო ორგანიზაციები“, „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, „სურსათი–სარგებელი და საფრთხე“ და „საქართველოს ისტორია“. პროექტი სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირველობა მინიფეხბურთსა და მკლავჭიდში.
უკან |