საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

სურათი

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პოლიტიკურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის ლუკა დავიანტის დასახმარებლად მსახიობ დუტა სხირტლაძის, ახალგაზრდა მომღერლებისა და პოეტების: ნიკო ბერიძის,გიორგი ნაკაშიძის, გრიგოლ ტვილდიანის, გიორგი კიკნაძის, სალომე ბეთლემელის, ხათუნა ათაბაძის, როინ აბუსელიძის, გურამ ღონღაძის, მარიამ კოიძის, დაჩი მეჯიდის, თეონა დეკანაძისა და ჯგუფ „ბაბილონის“ მონაწილეობით საღამო ჩატარდა. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდის მკურნალობას მოხმარდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა