ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ‘’მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის’’. მემორანდუმის ფარგლებში, დაიგეგმა საერთო კულტურულ-შემეცნებითი პროექტების განხორციელება და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი გაეროს ახალგაზრდული ანსაბლეაა, რომელსაც წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. დღესვე ამავე პროექტის ფარგლებში გამარჯვებულებიც გამოავლინეს.
უკან |