საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი, პოლიტიკური ოფიცერი ჯირი პრეცლიკი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. საინფორმაციო ფორმატის შეხვედრაზე, პოლიტიკური ოფიცერი სტუდენტებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და პრინციპებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე და პერსპექტივებზე ესაუბრა. ჯირი პრეცლიკი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მერაბ ხალვაშსაც შეხვდა. შეხვედრა „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით შედგა.
უკან |