ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო განათლების მეექვსე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 18-19 თებერვალს თბილისში, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა.
გამოფენაზე, ბსუ-მ ორიგინალური სტენდით მიიპყრო დამთვალიერებელთა ყურადღება, სადაც FAB LAB BSU-ში დამზადებული სტუდენტთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებმა ინფორმაცია მიიღეს ბსუ-ს ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების შესახებ.
განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში 16 ქვეყნის 100-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს.
უკან |