ბსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო განათლების მეექვსე საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 18-19 თებერვალს თბილისში,  საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა.
გამოფენაზე,  ბსუ-მ  ორიგინალური სტენდით მიიპყრო დამთვალიერებელთა ყურადღება, სადაც  FAB LAB BSU-ში დამზადებული  სტუდენტთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. დამთვალიერებლებმა ინფორმაცია მიიღეს ბსუ-ს ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), და სხვადასხვა გაცვლითი პროგრამების  შესახებ.
განათლების საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად ტარდება და მასში 16 ქვეყნის 100-მდე უნივერსიტეტი მონაწილეობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა