ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა გაიხსნა. ზამთრის სკოლა, რომელიც სოციალურ მონაცემთა ანალიზს ეძღვნება, მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორების, მაგისტრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების („Think Tank”, კვლევითი ან სხვა ტიპის ორგანიზაციების) წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას სოციალურ მონაცემთა ანალიზში, მათთვის მონაცემთა ანალიზის მოწინავე მეთოდების სწავლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
პროექტი ლექციებსა და დისკუსიებს მოიცავს , რომლებსაც ქართველი და უცხოელი პედაგოგები უძღვენიან. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი კი - თსუ-ს პროფესორი, დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილია.
ზამთრის სკოლა 29 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს და ის თსუ-სა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით იმართება
უკან |