სტუდენტური ლიტერატურული ჟურნალ “ინტეგრალის” წარდგინება

სურათი

სააქტო დარბაზში სტუდენტური ლიტერატურული ჟურნალ “ინტეგრალის” წარდგინება და ლიტერატურული საღამო გაიმართა. მოწვეულმა დეკლამატორებმა სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მწერლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს პირველ ნომერში დაბეჭდილი ლექსები წაუკითხეს. ალმანახი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით სტუდენტებმა: მინდია ცეცხლაძემ, ირაკლი ყურუამ, ლაშა მიქელაძემ დაარსეს. „ინტეგრალი“ წელიწადში ორჯერ გამოვა და მიზნად ისახავს საზოგადოებისათვის შემოქმედებითი ნიჭის მქონე სტუდენტების გაცნობას. სადებიუტო ნომერში საქართველოს რვა უნივერსიტეტის ცამეტი სტუდენტის ლექსი დაიბეჭდა. შემდეგ ნომრებში მკითხველი იხილავს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებებს. ჟურნალი საქველმოქმედო ხასიათისაა და გაყიდვით შემოსული თანხა სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების დასახმარებლად გადაირიცხება. ახალგაზრდებს ალმანახში საკუთარი შემოქმედების გამოსაქვეყნებლად შეუძლიათ დაუკავშირდნენ სარედაქციო ჯგუფს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lit.integrali@gmail.com; lit.integrali@mail.ru


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა