ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ,,მეტრო ჯორჯია’’-ს სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობისას 50 % ფასდაკლებებით ისარგებლებენ. შეღავათები მგზავრობის საფასურზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სატრანსპორტო კომპანია ,,მეტრო ჯორჯია"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ამოქმედდება.
ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გაფორმდა და მიზნად ისახავს მხარეთა შორის თანამშრომლობას სატრანსპორტო მომსახურებისა და ტურიზმის სერვისის განვითარების საკითხებში.
უკან |