ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში და ქობულეთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღეები გაიმართა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აბიტურიენტებისათვის უნივერსიტეტის წარდგინება გამართეს. მეთორმეტე კლასის მოსწავლეები უნივერსიტეტში სწავლების პირობებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, სტიპენდიებს, სოციალური და გაცვლით პროგრამებს, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, სტუდენტური ცხოვრებასა და სიახლეებს დეტალურად გაეცნენ. მომავალ სტუდენტებს უნივერსიტეტის საინფორმაციო ბროშურები და საჩუქრები გადაეცათ.
უკან |