ღია კარის დღეები - 2014

სურათი

ღია კარის დღეები - 2014 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურში, ქობულეთში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გამართული შეხვედრებით დაასრულეს. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პრეზენტაცია გამართეს. მეთორმეტე კლასის მოსწავლეები და აბიტურიენტები უნივერსიტეტის ფაკულტეტებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ და აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, პრიორიტეტებს, სოციალური პროგრამებს, სტიპენდიებს, უცხოეთის გაცვლით პროგრამებსა და სიახლეებს გაეცნენ. შეხვედრის მონაწილეებს ტრადიციულად, ბსუ-ს საინფორმაციო ბუკლეტები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა