უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია

სურათი

აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროგრამა „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ წარუდგინეს. სამინისტრო პროგრამას პირველად ახორციელებს და მიზნად ისახავს რეგიონში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობას. პროექტი ითვალისწინებს უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში სასწავლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ კონგრესში, ფორუმში, სიმპოზიუმსა და სემინარში. პროექტი ასევე ფინანსურად უზრუნველყოფს კონფერენციებისა და საჯარო ლექციების ჩატარებას. 

უმაღლესი განათლების ხელშეწყობის ქვეპროგრამა

1. სწავლა საზღვარგარეთ: ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც წარმოადგენს საზღვარგარეთ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტს. ქვეპროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც სამაგისტრო (21-დან 35 წლამდე ასაკის მოქალაქე) და სადოქტორო (25-დან 45 წლამდე ასაკის მოქალაქე), ასევე საბაკალავრო პროგრამებზე (18-დან 25 წლამდე ასაკის მოქალაქე) ჩარიცხულ სტუდენტებს. ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.

2. კვალიფიკაციის ამაღლება: ქვეპროგრამა ითვალისწინებს არაუმეტეს 1 თვის მანძილზე მეცნიერის სტაჟირებით მივლინებას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და სამეცნიერო - კვლევით ცენტრებში. უპირატესობა მიენიჭება ქვეპროგარმის იმ ბენეფიაციარებს, რომლებიც სტაჟირებას გაივლიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფინანსური დახმარების მოსაპოვებლად განაცხადის წარმოდგენა შეუძლია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მცხოვრებ 45 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: არის დამამთავრებელი კურსის დოქტორანტი ან აქვს დოქტორის აკადემიური (მასთან გათანაბრებული) სამეცნიერო ხარისხი.


კონფერენციები და საჯარო ლექციები

ა) სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს – აკადემიური ხარისხის (მაგისტრი, დოქტორი) ან სამეცნიერო წოდების (მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერებათა დოქტორი) მქონე მოქალაქეებს; აგრეთვე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოთაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში. დახმარება გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი. უპირატესობა მიენიჭება ევროკავშირის წევრ ქვეყნებეში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ კონფერენციებს.

ბ)საჯარო ლექციები
ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს საჯარო ლექციების ორგანიზებას. ლექციები გაიმართება სხვადასხვა აუდიტორიისათვის: სტუდენტები, ლექტორები, მასწავლებლები, საზოგადოების სხვადსხვა წარმომადგენლები და სხვ. ლექციების თემატიკა განისაზღვრება ქვეპროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე. უპირატესობა მიენიჭება განათლების თემატიკას - მაგ: განათლების მართვა და პოლიტიკა, განათლების ხარისხი, განათლების ხელმისაწვდომობა, თანამედროვე ტენდენციები და პრობლემები და სხვ. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს. ლექციების ორგანიზების ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს ჰონორარი, ტრანპორტირების, ღამისთევისა და კვების ხარჯები, თვალსაჩინოებების მომზადების ხარჯები და ა.შ.

გ)კონფერენციის მოწყობა
ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დააფინანსებს კონფერენციის მოწყობას. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:

• კონფერენციის ორგანიზატორთა ან/და დამხმარე პერსონალის საზღაური;
• კონფერენციის მონაწილეთა სასტუმროს ხარჯი;
• კონფერენციის მონაწილეთა ტრანსპორტირების ხარჯი;
• კონფერენციის მონაწილეთა კვების ხარჯი;
• კონფერენციის მოსაწყობად საჭირო აპარატურის შესყიდვის ან/და დაქირავების ხარჯი;
• კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო დარბაზის დაქირავების ხარჯები;
• კონფერენციის მასალების დაბეჭდვა;
• სხვა საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.).

ქვეპროგრამაში მონაწილეობის ვადები, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და სხვა დამატებითი პირობები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა