ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა დაანონსებული სოლიდარობის აქცია გამართა. სტუდენტებმა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. და კიდევ ერთხელ გააჟღერეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მოთხოვნათა სამი პუნქტი:
1. უნივერსიტეტის გათავისუფლება უშიშროების გავლენებისაგან;
2. თვითმმართველობის პრივილეგიების აღკვეთა და თანასწორი გარემოს შექმნა ყველა სტუდენტისათვის;
3. გაიზარდოს სტუდენტების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღებისას.
უკან |