2016 წლის 15 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის ‘’უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 4 ძირითად კომპონენტს მოიცავს : კონფერენციის მოწყობა, საზაფხულო სკოლა, საჯარო ლექციები, უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა.
შეხვედრას რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ინგა შამილიშვილი, აჭარის ავტონომომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე, პროფესორ-მასწავლებლები და მაგისტრანტები ესწრებოდნენ. მსმენელებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკურსში მონაწილეობის პირობებსა და ვადებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
‘’უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა 2014 წლიდან მოქმედებს და ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მომუშავე მეცნიერების, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვისაა განკუთვნილი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:
http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?pid=1406&gid=6&ppid=12#.VugNEub-WUl
უკან |