ადმინისტრაციის საჯარო შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო შეხვედრა გაიმართა სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს, სტუდენტურ თვითმმართველობას, უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და წარმომადგენლობით ორგანოებს  შორის. შეხვედრის  მიზანი იმ ძირითადი საკითხების საჯარო განხილვა იყო, რომელზედაც, ბოლო დროს, აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში: უნივერსიტეტის ავტონომიურობის გაფართოება  და სტუდენტური თვითმმართველობის მოდელირება.

შეხვედრაზე,  სტუდენტთა ნაწილმა  საკუთარი ეჭვი დააფიქსირა უნივერისტეტში ეგრეთწოდებული ‘’ოდეერის’’ არსებობის თაობაზე, მის მიერ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე იარაღით გადაადგილების ფაქტზე და სახელმწიფოს აქტიურ ჩარევაზე  შიდასაუნივერსიტეტო საქმიანობაში. სტუდენტების მხრიდან ბრალდებები გაისმა სტუდენტური თვითმმართველობის მხრივაც. კერძოდ, თვითმმართველობის წევრების მჭიდრო კავშირზე პოლიტიკურ პარტიებთან და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე. საკითხს ცხარე დისკუსია მოყვა   სტუდენტებს შორის. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმაც.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა სტუდენტებს საკითხის კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვისაკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია უნივერსიტეტის, როგორც თავისუფალი, აპოლიტიკური, სეკულარული საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის არსებობაზე და  ხაზი გაუსვა მისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან შიდასაუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩარევის ფაქტების არარსებობას.

საჯარო შეხვედრა ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის შეთანხმებით დასრულდა. დაიგეგმა სპეციალური საინიციატივო ჯგუფის  შექმნა,  რომელიც , სტუდენტების მიერ დასმულ საკითხებს შეისწავლის და დათქმულ ვადაში კანონში შესატან ცვლილებებს წარმოადგენს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა