აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშვა უნივერსიტეტში განახლებული სასწავლო და სამეცნიერო ობიექტები მოინახულეს. მთავრობის თავმჯდომარემ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ახალი კორპუსის სრულიად რეაბილიტირებული მე-4 და მე-5 სართული დაათვალიერა. ასევე, მოინახულეს სტუდენტებისათვის მოწყობილი თავისუფალი სამუშაო სივრცეები, საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, განახლებული ზოოლოგიისა და მინეროლოგიის კაბინეტები, იურიდიული კლინიკა, განახლებული სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, თანამედროვე კრიმინალისტიკური ლაბორატორია, ფოტო-ვიდეო სტუდია და ა.შ. გაესაუბრა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.
სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. სრულიად განახლდა და კეთილმოეწყო ტექნილოგიური ფაკულტეტი, სასწავლო და სამეცნიერო ფართები, განახლდა ტექნიკურ-მატერიალური ბაზა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2015 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 630 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების დასრულებისათვის აჭარის ა/რ მთავრობის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გადმოირიცხა, რაც 2016 წელს 5 სართულიანი კორპუსის სრულიად განახლებას მოხმარდება.
უკან |