დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლევის ‘’პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში’’ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან გურჩიანმა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები წარუდგინა.
კვლევა, რომლის მიზანი საქართველოს აკადემიურ სივრცეში პლაგიატთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკისა და დამოკიდებულების შესწავლა იყო, ბსუ-სა და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, საქართველოს აკადემიურ სივრცეში პლაგიატის პრობლემის ირგვლივ ინფორმაციის ნაკლებობა და დაბალი ცნობიერება შეინიშნება. განსაკუთრებულ პრობლემურ ფოკუს ჯგუფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ. შეხვედრაზე, პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავეს ერთობლივი რეკომენდაციები უნივერსიტეტებში პლაგიატის პრობლემის ცნობიერების ამაღლების, პრევენციისა და აღმოფხვრისათვის. იმსჯელეს სხვადასხვა ანტიპლაგიატური პროგრამის გამოყენებასა და ეფექტიანობაზე.
კვლევა ‘’პლაგიატის პრობლემა და მისი აღქმა საქართველოში’’ Erasmus+-ისა და ფონდ ღია საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |